🎯 მისია, ხედვა და ღირებულებები
შპს მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი 2004 წელს დაარსდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი კოლეჯი დაამთავრა ათასზე მეტმა სტუდენტმა, რომლებიც დღეს წარმატებული ადამიანები არიან.
კოლეჯი თავდაპირველად ფუნქციონირებდა როგორც ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულება. 2013 წელს საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი მიენიჭა. დღეს კოლეჯი წარმოადგენს ავტორიზებულ სასწავლებელს, რომელიც გასცემს სახელმწიფო დიპლომს...
მისია
თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების, სახელმწიფოს პრიორიტეტების შესაბამისი კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება; მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების შესაძლებლობის ხელშეწყობა; პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე/თანამშრომლებზე ორიენტირებული თანამედროვე სასწავლო და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა; კოლეჯსა და რეალურ ბიზნესს შორის მყარი, ურთიერთეფექტური თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება; შეთავაზებული მრავალპროფილიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საზოგადოების მოთხოვნებთან და შრომის ბაზართან ჰარმონიზაცია.
ხედვა
კოლეჯსა და ბიზნესს შორის მყარი, ურთიერთეფექტური პარტნიორობით 2027 წლისთვის იყოს ერთ-ერთი წარმატებული მრავალპროფილიანი კოლეჯი, რომელიც რეალურ ხარისხზეა ორიენტირებული. უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციების განვითარება, სწავლის პერიოდშივე პროფესიული სტუდენტების/მსმენელების რეალურ სამუშაო პროცესებში ჩართვა, ინოვაციების, გამოცდილებისა და რესურსების ურთიერთგაზიარება.
ღირებულებები
კოლეჯის საქმიანობის პრინციპები და წესები უზრუნველყოფს სამართლიანი, ჰუმანური, თანასწორი, კონკურენტუნარიანი, ხელმისაწვდომი, პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე/თანამშრომელზე ორიენტირებული საგანმანათლებლო და სამუშაო გარემოს არსებობას, სადაც ყველას აქვს არჩევანის, ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღების და თვითგამოხატვის თავისუფლება.
მიზნები
- განახორციელოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა
- მოამზადოს სათანადო თეორიული, პრაქტიკული ცოდნისა და უნარების მქონე სპეციალისტები
- უზრუნველყოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიული განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ამ მიზნების შესრულებისათვის კოლეჯი:
- ამზადებს პროფესიულ სტუდენტს პროფესიული მოღვაწეობისათვის
- ზრუნავს, როგორც პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის, ისე ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე
- ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიული სტუდენტების საჭიროებებს და ქმნის მათთვის სწავლის საშეღავათო პირობებს
- ხელს უწყობს პროფესიული სტუდენტებისთვის ექსტრაკურიკულური აქტივობების განხორციელებას
- ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას
ქართული
English