ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის‼️
გამოქვეყნდა: 21.10.2026
ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის
შპს მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს აცნობებს მიღების პირობებსა და პროცედურების განრიგს.
რა არის საჭირო ჩარიცხვისთვის? აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
• განცხადება დირექტორის სახელზე არჩეულ პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ;
• პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში — შესაბამისი ბინადრობის მოწმობა);
• პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისი განათლების აღიარების ან ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად;
• არასრულწლოვნის შემთხვევაში — კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
• ორი ფერადი ფოტოსურათი (3×4 სმ).
უცხო ენაზე შედგენილ დოკუმენტებს უნდა ახლდეს ქართულ ენაზე შესრულებული, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
მიღებისა და შერჩევის განრიგი
პროცედურა თარიღი
დოკუმენტების მიღება 24–26 ოქტომბერი
ქართული ენის B1 დონის შეფასება 27 ოქტომბერი
დარგობრივი გასაუბრება 28 ოქტომბერი
შედეგების გამოცხადება 29 ოქტომბერი
შედეგების გასაჩივრება და განხილვა 30 ოქტომბერი
ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა
ქართული ენის შეფასება მოიცავს წერით და ზეპირ დავალებებს, ხოლო დარგობრივი გასაუბრებისას შეფასდება აპლიკანტის მოტივაცია, პროფესიის შესახებ ინფორმირებულობა და სწავლისთვის მზაობა.
შეფასებისა და გასაუბრების დაწყების დრო გეცნობებათ განცხადების წარმოდგენისას.
მისამართი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი №47–49.
ჩარიცხვის აუცილებელი პირობებია პროგრამაზე დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილება, დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა, ქართული ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დადასტურება და დარგობრივი გასაუბრების წარმატებით გავლა.
დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აპლიკანტი ვერ მოიპოვებს პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.

ქართული
English