მთავარი ბიბლიოთეკა სიახლეები კონტაქტი საგამოცდო სივრცე

მომზადება/ გადამზადების მოკლევადიანი პროგრამები სახელმწიფოს დაფინანსებით !!!

გამოქვეყნდა: 20.10.2024

მომზადება/ გადამზადების მოკლევადიანი პროგრამები სახელმწიფოს დაფინანსებით !!!
📣 დარეგისტრირდი 21 ოქტომბრიდან 08 ნოემბრის ჩათვლით სახელმწიფო სასერტიფიკატო მომზადება/ გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე სახელმწიფოს დაფინანსებით !!!
გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი.
🔴 პროფესიული გადამზადების პროგრამები:
📍 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სააღმზრდელო საგანმანათლებლო პროცესში მონაწილედ არანაკლებ სამი თვის სამუშაო გამოცდილება. პროგრამის ხანგრძლივობა 11(თერთმეტი) კვირა.
📍ბავშვთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში/სკოლაში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის სამუშაო გამოცდილება/პროფესიული ან უმაღლესი განათლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით/უმაღლესი განათლება პედაგოგიკის მიმართულებით/იურიდიული მიმართულებით. პროგრამის ხანგრძლივობა 7 (შვიდი)კვირა.
📍ენის, მეტყველების და კომუნიკაციის უნარების განვითარება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო მუშაობის არანაკლებ სამი თვის გამოცდილება. პროგრამის ხანგრძლივობა 7 (შვიდი) კვირა.
📍 ტექნოლოგიების გამოყენება ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მუშაობის არანაკლებ ორი თვის გამოცდილება. პროგრამის ხანგრძლივობა 6 (ექვსი) კვირა.
📍ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, ჰიგიენა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა : ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, / სკოლაში, /ბავშვთა რეაბილიტაციის , / სოციალური ადაპტაციის ცენტრში მუშაობის არანაკლებ 2(ორი) თვის სამუშაო გამოცდილება.
პროგრამის ხანგრძლივობა 8 (რვა) კვირა.
🔴 პროფესიული მომზადების პროგრამები:
📍 კომპიუტერული ქსელის ორგანიზება-ადმინისტრირება
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა - საბაზო განათლება. პროგრამის ხანგრძლივობა 8 (რვა) კვირა.
📍 სალარო ოპერაციების განხორციელება
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: საბაზო განათლება; ასაკი - არანაკლებ 17 წლისა. პროგრამის ხანგრძლივობა 11 კვირა.
🟥 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.
თბილისი:
▶️ მოსკოვის გამზირი 25.
▶️ მიცკევიჩის ქ.N23
▶️ დ. აღმაშენებლის გამზირი 140ა.
▶️ დ. სარაჯიშვილის გამზირი 1.
▶️ სათავო ოფისი - თბილისი, მ. ასათიანის 9.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
☎️ 599 95 28 28; 577 90 90 33;
მოგვწერეთ: collegeimedi@gmail.com
ვებ-გვერდი:www.imediprof.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს 💛💥💛