მთავარი ბიბლიოთეკა სიახლეები კონტაქტი საგამოცდო სივრცე

უსაფრთხოება — ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა

გამოქვეყნდა: 29.11.2025

უსაფრთხოება — ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა
🔴🔴 შპს მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი მუდმივად ზრუნავს ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც უსაფრთხოება და ადამიანის სიცოცხლის დაცვა უმაღლესი პრიორიტეტია. სწორედ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კოლეჯმა შეიძინა ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი (AED) და განათავსა თვალსაჩინო, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
კოლეჯი მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო სივრცე არა მხოლოდ ცოდნის მისაღებ გარემოს უნდა წარმოადგენდეს, არამედ ადგილს, სადაც თითოეული ადამიანი — სტუდენტი, თანამშრომელი თუ სტუმარი — თავს დაცულად გრძნობს. AED-ის არსებობა ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კოლეჯი მზადაა უმოკლეს დროში მოახდინოს რეაგირება და კრიტიკულ სიტუაციებში გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას.
იმისთვის, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ მოწყობილობის შეძენით არ დასრულებულიყო, დღეს კოლეჯში გაიმართა პრაქტიკული ტრენინგი: ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენება. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ადმინისტრაციის, ტექნიკური და საგანმანათლებლო პერსონალის წარმომადგენლებმა. მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა გულის რითმის შეწყვეტის ამოცნობის, CPR-ის ჩატარებისა და AED-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ — უნარები, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენაში ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს.
კოლეჯი ამ ნაბიჯს განიხილავს როგორც ორგანიზაციის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის რეალურ გამოხატულებას — არა ფორმალურად, არამედ პრაქტიკულად დანერგილ ღირებულებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველ თანამშრომელს ჰქონდეს ცოდნა, როგორ იმოქმედოს გადაუდებელ სიტუაციებში, ხოლო თითოეულ სტუდენტსა და სტუმარს ჰქონდეს დაცულობის განცდა.
კოლეჯი იმედი კვლავაც განაგრძობს მაღალი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას, თანამშრომლების კომპეტენციების განვითარებას და საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობის ყოველდღიურ პრაქტიკაში გადატანას.
კოლეჯი მადლობას უხდის ჩვენს არაჩვეულებრივ პარტნიორ ორგანიზაციას ,,მერკური პლუსს" 💛💛💛
ასევე პროფესიონალ ტრენერს გიორგი შველიძეს.💛💛💛